OPEN ROLE
უფროსი ფინანსური მოდელერი
მდებარეობა
თბილისი
გამოცდილება
1-5
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ბოლო ვადა
31 აგვ. 2026
Venture Studio
განაცხადის გაგზავნაELITE INFRASTRUCTURE
Elite Infrastructure LTD არის ინოვაციური, Vensture Studio ჰაბი, რომელიც ახდენს გამოგონებების ტრანსფორმაციას იდეიდან-წარმოების ხაზის პროექტირება-მშენებლობამშე; ვქმნით სრულმასშტაბიან ბიზნეს პროექტებს განვითერების ნებისმიერ ეტაპზე ჩართვით. ჩვენ ვმუშაობთ რთულ ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ და ციფრულ პროექტებზე. ჩვენ ვეძებთ „ფინანსურ არქიტექტორს/მოდელერს“, რომელიც შეძლებს საინჟინრო პროექტის გადაყვანას საინვესტიციო ქვაკუთხედში.
ძირითადი მოვალეობები:
- ვენტურული მოდელირება: ახალი სტარტაპებისთვის 5-წლიანი დინამიური ფინანსური მოდელების შექმნა (P&L, Cash Flow, Balance Sheet).
- პროდუქტის ეკონომიკა (Unit Economics): აპარატურული (Hardware) და ინფრასტრუქტურული პროექტების თვითღირებულების, მარჟებისა და მომგებიანობის ზუსტი გათვლა.
- საინვესტიციო პაკეტის მომზადება: ფინანსური მონაცემების ვიზუალიზაცია და Pitch Deck-ებისთვის საჭირო ცხრილების მომზადება Private Equity ჯგუფებისთვის.
- კაპიტალის სტრუქტურა (Cap Tables): წილების განაწილების მოდელირება გამომგონებლებს, კომპანიასა და ინვესტორებს შორის.
- სცენარების ანალიზი: „რა მოხდება თუ“ (What-if) სცენარების და სტრეს-ტესტების მომზადება ბაზრის ცვალებადობის გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი საინვესტიციო საბანკო სფეროში, Private Equity-ში ან მსგავს „დიდ ოთხეულში“ როგორიცაა (EY, Deloitte, KPMG, PwC).
- Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა: რთული ფორმულები, Pivot ცხრილები, Power Query (VBA/Macros ჩაითვლება უპირატესობად).
- ტექნიკური აზროვნება: საინჟინრო მონაცემების (BIM, MEP, წარმოების ხარჯები) გაგების და ფინანსებში ასახვის უნარი.
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან მათემატიკაში (CFA-ის ფლობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
- ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.
რას გთავაზობთ: 💎💎💎
- საბაზისო ხელფასი + 0.25-2% პროცენტი მოზიდული ინვესტიციებიდან.
- ინოვაციური გარემო: მუშაობა აუთენტურ, ინოვაციურ პროექტებში, ინჟინრებთან და გამომგონებლებთან ერთად.
როგორ მოგვმართოთ:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და თქვენს მიერ შედგენილი რომელიმე რთული ფინანსური მოდელის ნიმუში მითითებულ ელ. ფოსტაზე. (კონფიდენციალურობის დაცვით).
