ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
logo

OPEN ROLE

კონტენტ კრეატორი

მდებარეობა

თბილისი

გამოცდილება

0-3

დასაქმების ტიპი

ანაზღაურებადი სტაჟირება

ბოლო ვადა

31 აგვ. 2026

Elite Infrastructure logo

ELITE INFRASTRUCTURE

Elite Infrastructure LTD ეძებს შემოქმედებით, ენერგიულ და ვიზუალური ისტორიების თხრობით გატაცებულ სტაჟიორს. თუ გაინტერესებთ მაღალი დონის ტექნიკით მუშაობა და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის „ვიზუალური მემატიანე“, მოხარული ვიქნებით, შემოგიერთდეთ.


პასუხისმგებლობები

სტაჟირების პერიოდში თქვენ იქნებით კონტენტ-გუნდის სრულფასოვანი წევრი და ჩაერთვებით შემდეგ აქტივობებში:

  • ვიდეო წარმოება: ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი ვიდეომასალის, მინი-დოკუმენტური ფილმების, ინტერვიუებისა და სოციალური მედიისთვის განკუთვნილი ვირუსული კონტენტის შექმნა.
  • გრაფიკული დიზაინი: სოციალური პლატფორმებისთვის საჭირო ვიზუალური და გრაფიკული მასალების მომზადება.
  • კამპანიების მხარდაჭერა: სარეკლამო აქტივობებისა და გათამაშებებისთვის საჭირო ვიდეორგოლების კონცეპტუალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

რას გთავაზობთ?

  • პროფესიონალური ტექნიკა: მუშაობის შესაძლებლობა Blackmagic-ის კინოკამერებითა და პრემიუმ კლასის აუდიო აღჭურვილობით.
  • ინდუსტრიული სტანდარტები: წვდომა დარგის წამყვან პროგრამულ პაკეტებთან.
  • პრაქტიკული გამოცდილება: მუშაობა რეალურ პროექტებზე, რაც დაგეხმარებათ პორტფოლიოს გაძლიერებასა და პროფესიულ განვითარებაში.
  • ანაზღაურება და პერსპექტივა: სტაჟირება ითვალისწინებს სტიპენდიას და გუნდში სრულფასოვანი დასაქმების პერსპექტივას.

მოთხოვნები

  • ვიდეომონტაჟისა და გრაფიკული დიზაინის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
  • ტექნიკასთან ფრთხილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
  • მაღალი მოტივაცია, შემოქმედებითი აზროვნება და სწრაფად სწავლის უნარი.
  • ტექნოლოგიური სიახლეებისადმი ინტერესი და მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნის სურვილი.
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

როგორ დაგვიკავშირდეთ?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შემოქმედებითი ხედვა ჩვენს პრინციპებს ემთხვევა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო.