ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
logo

OPEN ROLE

უფროსი ფინანსური მოდელერი

მდებარეობა

თბილისი

გამოცდილება

1-5

დასაქმების ტიპი

სრული განაკვეთი

ბოლო ვადა

31 აგვ. 2026

Elite Infrastructure logo

ELITE INFRASTRUCTURE

Elite Infrastructure LTD არის ინოვაციური, Vensture Studio ჰაბი, რომელიც ახდენს გამოგონებების ტრანსფორმაციას იდეიდან-წარმოების ხაზის პროექტირება-მშენებლობამშე; ვქმნით სრულმასშტაბიან ბიზნეს პროექტებს განვითერების ნებისმიერ ეტაპზე ჩართვით. ჩვენ ვმუშაობთ რთულ ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ და ციფრულ პროექტებზე. ჩვენ ვეძებთ „ფინანსურ არქიტექტორს/მოდელერს“, რომელიც შეძლებს საინჟინრო პროექტის გადაყვანას საინვესტიციო ქვაკუთხედში.


ძირითადი მოვალეობები:

  • ვენტურული მოდელირება: ახალი სტარტაპებისთვის 5-წლიანი დინამიური ფინანსური მოდელების შექმნა (P&L, Cash Flow, Balance Sheet).
  • პროდუქტის ეკონომიკა (Unit Economics): აპარატურული (Hardware) და ინფრასტრუქტურული პროექტების თვითღირებულების, მარჟებისა და მომგებიანობის ზუსტი გათვლა.
  • საინვესტიციო პაკეტის მომზადება: ფინანსური მონაცემების ვიზუალიზაცია და Pitch Deck-ებისთვის საჭირო ცხრილების მომზადება Private Equity ჯგუფებისთვის.
  • კაპიტალის სტრუქტურა (Cap Tables): წილების განაწილების მოდელირება გამომგონებლებს, კომპანიასა და ინვესტორებს შორის.
  • სცენარების ანალიზი: „რა მოხდება თუ“ (What-if) სცენარების და სტრეს-ტესტების მომზადება ბაზრის ცვალებადობის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი საინვესტიციო საბანკო სფეროში, Private Equity-ში ან მსგავს „დიდ ოთხეულში“ როგორიცაა (EY, Deloitte, KPMG, PwC).
  • Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა: რთული ფორმულები, Pivot ცხრილები, Power Query (VBA/Macros ჩაითვლება უპირატესობად).
  • ტექნიკური აზროვნება: საინჟინრო მონაცემების (BIM, MEP, წარმოების ხარჯები) გაგების და ფინანსებში ასახვის უნარი.
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან მათემატიკაში (CFA-ის ფლობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
  • ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.


რას გთავაზობთ: 💎💎💎

  • საბაზისო ხელფასი + 0.25-2% პროცენტი მოზიდული ინვესტიციებიდან.
  • ინოვაციური გარემო: მუშაობა აუთენტურ, ინოვაციურ პროექტებში, ინჟინრებთან და გამომგონებლებთან ერთად.


როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და თქვენს მიერ შედგენილი რომელიმე რთული ფინანსური მოდელის ნიმუში მითითებულ ელ. ფოსტაზე. (კონფიდენციალურობის დაცვით).